კახა კალაძე – ლარის გაუფასურება ალბათ მთავრობის ბრალიც არის

კახა კალაძე – ლარის გაუფასურება ალბათ მთავრობის ბრალიც არის

გეკითხებით, ხალხი ენდობა ადეიშვილის კადრებს? - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რას ფიქრობს ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე. როგორც კალაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განმარტა, დღეს ხალხის პრობლემას ლარის გაუფასურება წარმოადგენს, რაც "მათ შორის" ეროვნული ბანკის ბრალია.

"გეკითხებით, ხალხი ენდობა? ხალხის პრობლემაა ის, რაც დღეს არის. ხალხის პრობლემაა ის, რომ ლარი გაუფასურდა. ეს ძალიან აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს არის მათ შორის ეროვნული ბანკის ბრალი", - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად არის ლართან დაკავშირებული პრობლემა მთავრობის ბრალიც, აღნიშნა, რომ "ალბათ მთავრობის ბრალიც არის". ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტის ინიცირების ერთ-ერთ მიზეზად ის ფაქტი დასახელდა, რომ ხელისუფლება ეროვნულ ბანკში ადეიშვილის კადრებს არ ენდობა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."