"სამი რამ არის, რასაც არასდროს არ გავაკეთებთ" - პავლე კუბლაშვილი მოკავშირეების გეგმებზე

"სამი რამ არის, რასაც არასდროს არ გავაკეთებთ" - პავლე კუბლაშვილი მოკავშირეების გეგმებზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა პავლე კუბლაშვილმა "რექციის" ეთერში ყოფილი თანაგუნდელების შეფასებებს უპასუხა და ის სამი მთავარი რამ დაასახელა, რასაც პარტიის დატოვების შემდეგ ის და მისი მოკავშირეები არასდროს გააკეთებენ.

"სამი რამ არის, რასაც არასდროს არ გავაკეთებთ და ეს არის არა მხოლოდ ჩემი, არამედ გოგას სათქმელიც. პირველი - ჩვენგან არცერთი არ შევა "ქართული ოცნების" უმრავლესობაში.

მეორე - ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინააღმდეგ, თუნდაც იქედან წამოსული აგრესიის გამო. და მესამე - ჩვენ არ ვაპირებთ შევიცვალოთ ის ღირებულებები, რაც გვაქვს და რის გამოც ვიყავით "ნაციონალურ მოძრაობაში". უბრალოდ, ამ ღირებულებებს აქვს ერთი გამოწვევა და ეს არის განახლება", - აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.

იხილეთ ასევე: სად მიდიან და ვის გაურიგდნენ "ნაციონალთა" უკვე ექსლიდერები?!

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."