პავლე კუბლაშვილი - როდესაც უკან იხევ, ამაში უფრო მეტი რომანტიზმი და იდეალიზმია

პავლე კუბლაშვილი - როდესაც უკან იხევ, ამაში უფრო მეტი რომანტიზმი და იდეალიზმია

"როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ უკან ვიხევთ, ამაში უფრო მეტი რომანტიზმი და იდეალიზმია", - ამის შესახებ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა პალიკო კუბლაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას გააკეთა. ის გადაცემის ანონსში გამოყენებულ ფრაზას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათთვის "ნაციონალური მოძრაობის" რომანტიზმი დასრულდა.

მისი თქმით, ოთხეულმა გადაწყვიტა ასპარეზი ახალ პოლიტიკურ თაობას დაუთმოს. გარდა ამისა, კუბლაშვილმა დაგეგმილ შეხვედრებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ზურაბ ჯაფარიძე უკვე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და მომავალ კვირას იგეგმება შეხვედრები შეერთებულ შტატებში - კერძოდ კი ვაშინგტონში, რომელსაც ასევე ზურაბ ჯაფარიძე გამართავს ამერიკელ კოლეგებთან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."