"წასულმა ოთხეულმა მხოლოდ ღარიბაშვილს და ხადურს მოჰგვარა ღიმილი" - ჭიაბერაშვილი

"წასულმა ოთხეულმა მხოლოდ ღარიბაშვილს და ხადურს მოჰგვარა ღიმილი" - ჭიაბერაშვილი

"წასულმა ოთხეულმა მხოლოდ ღარიბაშვილს და ხადურს მოჰგვარა ღიმილი სახეზე", - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა "რეაქციის" ეთერში გააკეთა. ჭიაბერაშვილმა ყოფილი თანაგუნდელების პარტიიდან წასვლაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პარტიის წევრებისთვის უცნობია რეალური მიზეზები, რის გამოც მათ პარტია დატოვეს. მისივე თქმით, "შექმნილ ვითარებაში არავის აქვს უფლება "ახირების" გამო, ან ერთი ინიციატივის არ გასვლის გამო, მოარღვიოს პარტიის ერთი ნაწილი. ჭიაბერაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს ბრძოლას ხელისუფლების შესაცვლელად.

"მათ არ დაუყენებიათ საკითხები, რომელიც ლეგიტიმურობას მიცემდა მათ წასვლას", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

"თუ კახა კალაძე გაერთო სხვა კონკურენტების შეურაცხყოფით, შეიძლება ელექტორატი მელიასკენ გადაიხაროს" - როგორ აფასებენ ექსპერტები მერობის კანდიდატების შანსებს?

თბილისში ოპოზიციის ერთი ნაწილის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება

ზურაბ ჯაფარიძე მზადაა, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად ითანამშრომლოს