როგორც თავის ყურებს ვერ იხილავს, ისე ვერ იხილავს მთავარი პროკურორის ადგილს - პეტრიაშვილი შოთაძეზე

როგორც თავის ყურებს ვერ იხილავს, ისე ვერ იხილავს მთავარი პროკურორის ადგილს - პეტრიაშვილი შოთაძეზე

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ძალიან სერიოზულად ღრმავდება არაფორმალური მმართველობის პრობლემა, რომელიც ამ ქვეყანას მართლაც მიიყვანს კრიზისამდე. ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის შემადგენლობა არის სერიოზული პრობლემის წინაშე, რადგან საკითხების გადაწყვეტა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ვერდიქტის გაცემის შემთხვევაში.

"ფიქტიურმა პრემიერ-მინისტრმა ერთი ძალიან ბინძური და ცუდი საქმე შეასრულა, როგორც მავრმა და ეს მავრი უნდა წავიდეს", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, საუბარია ე.წ. კაბელების საქმეზე და მერვე თვეა უკვე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები უსამართლოდ და უდანაშაულოდ არიან ციხეში.

"ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელი იყო ის ცნობა, რომ ჩანიშნული სასამართლოს სხდომა ყველასთვის მოულოდნელად გადაიდო. მე არ ვეხები არც ერთ შემთხვევაში არაჩვეულებრივი გამოცდილების მქონე ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ პროკურატურაში და არიან წესირი, მაგრამ სამარცხვინოა, რომ ამ უწყებას და ასეთ პროფესიონალ ადამიანებს ხელმძღვანელობს ორი ყოვლად ამორალური ადამიანი - ეს არის მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე შოთაძე, რომელიც არის ძალიან ჩიხურ მდგომარეობაში. მას აქვს 2 შეთავაზება ბიძინა ივანიშვილისგან, რომ ან მისი და მისი უფროსის თავი გაგორდება, ან მას აქვს ჯილდოდ გარანტირებული მთავარი პროკურორის ადგილი. მინდა ვუთხრა მას, რომ როგორც თავის ყურებს ვერ იხილავს, ისე ვერ იხილავს მთავარი პროკურორის ადგილს და ამიტომ აჯობებს დროულად შეეგუოს ბედს", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."