უკრაინელი დეპუტატის ცნობით, სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო - "მიშა, ჩვენ გვინდა ახალი ბათუმი ოდესაში!"

უკრაინელი დეპუტატის ცნობით, სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო - "მიშა, ჩვენ გვინდა ახალი ბათუმი ოდესაში!"

უახლესი| "ეს უკრაინელებისთვის დამამცირებელია" - უკრაინელი მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების რეაქცია სააკაშვილის გუბერნატორად შესაძლო დანიშვნაზე

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, - ამის შესახებ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე უკრაინელი დეპუტატი, პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრი, მუსტაფა ნაიემი წერს. იგივე ინფორმაციას აქვეყნებს სოციალური ქსელით კიდევ ერთი უკრაინელი დეპუტატი, სერგეი ლეშენკოც.

"საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარასკევს წარმატებით მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. მიშა, ჩვენ გვინდა ახალი ბათუმი იქ", - წერს ლეშენკო "ტვიტერის" გვერდზე.

პეტრო პოროშენკომ სააკაშვილი შესაძლოა, დღეს ოდესის გუბერნატორის პოსტზე წარადგინოს. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა, ცნობილია, რომ მისი კანდიდატურა მინისტრთა კაბინეტმა წარადგინა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველია რეფორმების საკითხებში.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."