სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის - რა წერია კანონში "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"

სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის - რა წერია კანონში "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"

"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის" შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს პირი, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს.

უკრაინელი დეპუტატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე უკრაინელი დეპუტატი, პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრი, მუსტაფა ნაიემი წერს. იგივე ინფორმაციას აქვეყნებს სოციალური ქსელით კიდევ ერთი უკრაინელი დეპუტატი, სერგეი ლეშენკოც.

"საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარასკევს წარმატებით მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. მიშა, ჩვენ გვინდა ახალი ბათუმი იქ", - წერს ლეშენკო "ტვიტერის" გვერდზე.

სააკაშვილი პეტრო პოროშენკომ შესაძლოა, დღეს ოდესის გუბერნატორის პოსტზე წარადგინოს. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა, ცნობილია, რომ მისი კანდიდატურა მინისტრთა კაბინეტმა წარადგინა.

ნახეთ| "ეს უკრაინელებისთვის დამამცირებელია" - უკრაინელი მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების რეაქცია სააკაშვილის გუბერნატორად შესაძლო დანიშვნაზე

ამასთან, თუ პირს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა სურს, მან საქართველოს პრეზიდენტს უნდა მიმართოს.

"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის" თანახმად, "საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო ამ განცხადებასა და წარდგინებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას".

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."