განხეთქილება "ნაცმოძრაობაში" - მერაბიშვილის შურისძიება?!

განხეთქილება "ნაცმოძრაობაში" - მერაბიშვილის შურისძიება?!

"მივმართავ უმრავლესობას, ხელისუფლებასა და პირადად ბიძინა­ ივანიშვილს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" აღმოჩნდნენ ვირთხები, რომლებიც პირველი დღიდან გაიქცნენ იქ, სადაც გარბიან ხოლმე ვირთხები და შემდეგ მაინც უკან გამორბიან", - როცა გოგა ხაჩიძე პარლამენტის სხდო­მაზე ამას ამბობდა, ალბათ, ნაკლებად წარმოიდგენდა, რომ მალე თავადაც გაქცეულთა რიგებში აღმოჩნდებოდა... "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნის ერთადერთ გადამრჩენ ძალად მიიჩნევდა ზურაბ ჯაფარიძეც...

ასეა თუ ისე, ფაქტია "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდადინებებმა საჯარო დაპირისპირების ფორმა მიიღო და საზოგადოებაშიც არაერთი ვერსია გაჩნდა. ისიც კი ითქვა, რომ "ნაციონალებმა" მოქმედების ტაქტიკა შეცვალეს და შეთანხმებული მოქმედებით რესურსების სხვადასხვა ფლანგზე გადანაწილება დაიწყო, თუმცა, ლოგ­იკურად თუ ვიმსჯელებთ, საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწად-ნახევრით ადრე პარტიას ერთიანი გუნდის იმიჯის გაცამტვერება არც ერთი პოლიტიკური გათვლით არ აწყობდა.

"კვირის პალიტრის" ინფორმა­ციით, "ოთხეული" - გოგა ხაჩიძე,­ ზურაბ ჯაფარიძე, პალიკო კუბლა­შვილი და გიორგი მელაძე თავის დროზე გიგა ბოკერიას შეუთანხმდა, რომ საჯარო სივრციდან სამ­თვიან ტაიმ-აუტს აიღებდნენ.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."