ივანიშვილი მისი ბიზნეს ორგანიზაციებში არსებულ გარკვეულ სამართალდარღვევების დროს პროკურატურისგან გარკვეული პირების დაპატიმრებას ითხოვდა.-ამის შესახებ განცხადება, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშილმა, ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გადაცემა "არჩევანში" საუბრისას გააკეთა.
იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ისაუბრა იმ ფაქტებზეც, რომელიც ივანიშვილის მხრიდან პროკურატურისგან გარკვეული პირების დაპატიმრების მოთხოვნას ეხებოდა. ადეიშვილმა ეს გავრცელებული ინფორმაცია, დაადასტურა და თქვა, რომ ასეთი ფაქტები ხდებოდა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 2004 წელს ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბიძინა ივანიშვილი სახლების ჩუქებას დაჰპირდა, ადეიშვილმა განაცხადა, რომ ამაზე განცხადებაც იყო გაკეთებული. მისივე თქმით, ის ასეთ შეთავაზებაზე არავისთან წასულა, რადგან ეს კორუფციაა.
"ნამდვილად არ მაქვს სახლი და მით უმეტეს არავის ნაჩუქარი, რადგან მინისტრისთვის, თუ ვინმე ჩუქნის სახლს, ეს არის მინისტრის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის კლასიკური კორუფცია და ასეთ გარიგებაზე მე არავისთან არ წავედი", - აღნიშნა ადეიშვილმა.
იხილეთ ასევე: ზურაბ ადეიშვილი - 7 ნოემბერს რიგ შემთხვევებში ძალის გადაჭარბებას ჰქონდა ადგილი