ღარიბაშვილი და პუტინი ერთ სუფრასთან: საქართველოს პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტი "დააიგნორა"?

ღარიბაშვილი და პუტინი ერთ სუფრასთან: საქართველოს პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტი "დააიგნორა"?

ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშების ოფიციალური გახსნის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სახელმწიფოს მეთაურებს და დელეგაციების ხელმძღვანელებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.

მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მონაკოს პრინცი, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, სერბეთის პრეზიდენტი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლუქსემბურგის ჰერცოგი. პრემიერის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში არ არის მოხსენიებული რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თუმცა საზეიმო მიღებას ისიც ესწრებოდა. საქართველოს პრემიერსა და რუსეთის პრეზიდენტს ერთ სუფრასთან მოუხდათ დასხდომა, ერთმანეთისგან სამი სტუმრის დაშორებით.

გავრცელებული კადრები, რომელზეც აღნიშნული შეხვედრაა ასახული, ზოგიერთი ინტერნეტმომხმარებლის შეფასებით, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის პრეზიდენტს დემონსტრაციულად უყურადღებოდ ექცევა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."