შს მინისტრი: "რომც არ გაკეთებულიყო განცხადება, რომ მტაცებლები გარეთ არ არიან, დღევანდელ ფაქტს, ალბათ, ვერ გავექცეოდით"

შს მინისტრი: "რომც არ გაკეთებულიყო განცხადება, რომ მტაცებლები გარეთ არ არიან, დღევანდელ ფაქტს, ალბათ, ვერ გავექცეოდით"

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის ვარაუდით, რომც არ გაკეთებულიყო განცხადება იმის თაობაზე, რომ მტაცებელი ცხოველები გარეთ არ არიან, დღეს მომხდარ ფაქტს, ალბათ, ვერ გავექცეოდით.

ამის შესახებ გომელაურმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერი დაინტერესდა, შს მინისტრმა, როგორც სამოქალაქო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა, რა ღონისძიებები გაატარა და რა ინფორმაცია ჰქონდა მას.

"მეორე დღე იყო, როდესაც თქვეს, რომ რამდენიმე მტაცებელი ცხოველი არის დაკარგული – ორი ლომი, სამი ვეფხვი და ა.შ. როცა წყალმა დაიწია, ეს ცხოველები მკვდარი ვოლიერებში ნახეს. გუშინ საღამოს დამიკავშირდა ჩვენი განყოფილების ხელმძღვანელი და მითხრეს, ბატონო ვახტანგ, ხომ არ შევამსუბუქოთ ეს პრევენციული ღონისძიებები ცხოველების ძიებასთან დაკავშირებით. მეთქი, რატომ? პირადად დირექტორმა განაცხადა, რომ აღარცერთი ცხოველი დაკარგული არ გვყავს, ზოგი არის მკვდარი, ზოგი არის ცოცხალი და ვოლიერებში გადაყვანილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაინც დავტოვეთ რამდენიმე ჯგუფი და ყოველთვის მობილიზებული იყვნენ", - განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, სამძებრო ღონისძიებები მაინც გრძელდებოდა და დღევანდელი ტრაგედიის ადგილი არაერთხელ იყო შემოწმებული.

"ეს იყო საწყობი, რომელიც იყო დაკეტილი. აქვს გისოსები, რკინის კარები, წყალი იდგა იქ და იქ ფიზიკურად ვერ შევიდოდნენ, თუ პატრონი არ გააღებდა მას და ვეფხვი შიგნით თვითონ ვერ მოხვდებოდა. თუმცა, რომ დაიწია წყალმა, ქვევით აღმოჩნდა სარდაფი, თუ როგორ აღმოჩნდა შიგნით ვეფხვი, ახლა მუშაობენ და ნახავენ. გარედან ვერანაირად ვერ მოხდებოდა, ვინაიდან გისოსები და რკინის კარებია. აქედან გამომდინარე, ამას გავექცეოდით თუ არა, ეს განცხადება რომ არ გაკეთებულიყო, ალბათ, მაინც ვერ გავექცეოდით ამ ფაქტს. რვა მუშა შევიდა დასალაგებლად და ერთზე მოხდა თავდასხმა. როდესაც გვაცნობეს, ეს ადამიანი იყო უკვე უგონოდ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მეტი ინფორმაციისთვის:

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."