"არ ვეთანხმები იმ მოსაზრებებს, რომ ეს ყველაფერი არის წინა ხელისუფლების ბრალი" - კახა კალაძე თბილისის ტრაგედიის მიზეზებზე საუბრობს

"არ ვეთანხმები იმ მოსაზრებებს, რომ ეს ყველაფერი არის წინა ხელისუფლების ბრალი" - კახა კალაძე თბილისის ტრაგედიის მიზეზებზე საუბრობს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ვაკე-საბურთალოს ახალი მაგისტრალის დანგრევა გიგი უგულავას ან "ნაციონალური მოძრაობის" ბრალია. ამის შესახებ კალაძემ "ქრონიკასთან" განაცხადა.

"რაც შეეხება დაბრალებას, ჩვენ არავის არაფერს დავაბრალებთ და არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დაიბრალოს. როგორც ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ზურას, ზოოპარკის დირექტორის განცხადება, მან აღიარა, რომ ეს იყო მისი ბრალი. ეს ყველას ჩვენი ბრალია და ყველამ უნდა ავიღოთ ამაზე პასუხისმგებლობა. თუ წარმატება არის გუნდური და ყველა ვიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას, ის შეცდომები, რომლებიც ამ რთულ პერიოდში შეიძლება მოგვივიდეს, ეს პასუხისმგებლობაც უნდა გადავინაწილოთ ყველამ".

"მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებებს, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი სპეკულირებდა და ამბობდა, რომ ეს ყველაფერი არის წინა ხელისუფლების, წინა მერის ბრალი. იყვნენ ისეთებიც, ვინც საუბრობდა თითქოს, ეს ყველაფერი არის დავით ნარმანიას ბრალი და სტიქია, რომელიც დაგვატყდა, დღევანდელი ხელისუფლების ბრალია. ნამდვილად არ ვიზიარებ და კატეგორიულად არ ვეთახმები. თუ ჩვენ არ გვაქვს უკვე დადასტურებელი კვლევები და სამუშაოები არ არის ჩატარებული, ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი ვინმეს რამე დავაბრალოთ, მხდველობაში მაქვს წინა ხელისუფლება, მათ თავიანთი ცოდვებიც ეყოფათ, რაც ცუდი გააკეთეს", - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."