"ნაციონალური მოძრაობა": "ქართული ოცნების" დეპუტატები იარაღის ტარების უფლებას ითხოვენ

"ნაციონალური მოძრაობა": "ქართული ოცნების" დეპუტატები იარაღის ტარების უფლებას ითხოვენ

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა კანონპროექტი შეიმუშავეს, რომლითაც ისინი იარაღის ტარების უფლების მინიჭებას მოითხოვენ. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე თედო კობახიძეა.

"მაშინ, როდესაც თბილისში სტიქია მძვინვარებს, 10-მდე ადამიანის ცხედარი ჯერ კიდევ არაა ნაპოვნი, 19 ადამიანი დაიღუპა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მშობლები ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ და მტაცებელი ცხოველები ადამიანებზე ნადირობენ, ასეთ დროს აღმოჩნდა, რომ 2 დღის წინ საკრებულოში "ქართული ოცნების" შემადგენლობა დასხდა, საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნა და იარაღის ტარების უფლება მოითხოვა. ამის ინიციატორი, პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის ძმა საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გახლავთ. ამ კანონის ინიცირება პარლამენტში მანანა კობახიძეს უნდა მოეხდინა.

ამ დრომდე მეგონა, რომ არაკოორდინირებულობა და არაპროფესიონალიზმი იყო "ქართული ოცნების" მთავარი პრობლემა ამ დღეებში, თუმცა დავრწმუნდი, რომ მათი მთავარი პრობლემა გულგრილობა და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვაა. ესაა უპასუხისმგებლობა და წარმოუდგენელი თავხედობა. ის, რაც 16 ივნისს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა იკადრეს, თბილისელებზე სილის გაწნაა", - განცხადა ნიკა მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."