ბიძინა ივანიშვილი - ალასანიას რა უხარია, ვერ გავიგე

ბიძინა ივანიშვილი - ალასანიას რა უხარია, ვერ გავიგე

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება.

ივანიშვილის თქმით, ეს არის პროკურატურის კეთილი ნება, რომელიც წასახალისებელია.

"პროკურატურამ განაცხადა, რომ ძიების პროცესი დაასრულა და საჭიროდ არ თვლის, მათ პატიმრობაში ყოფნას. ძირითადი სასამართლო პროცესი დაიწყება და სასამართლო გამოიტანს განაჩენს. მე მივესალმები პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას, ოღონდაც ალასანიას რა უხარია და რა შუაშია აქ, ვერ გავიგე. რა გაიმარჯვა?! სად გაიმარჯვა?! კარგი იქნება მომავლისთვის, თუ კანონმდებლები დააჩქარებენ და დანერგავენ ე.წ. თეთრი საყელოს პრინციპს, რომ თუ მსჯავრდებული სახიფათო არ არის, პროკურატურამ წინასწარი პატიმრობა არ მოითხოვოს", - განაცხადა ივანიშვილმა.

ასევე ნახეთ:

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."