ღარიბაშვილი: იმედი მაქვს, სტიქიის წინასწარ განჭვრეტას ოპონენტები მე არ მომთხოვენ

ღარიბაშვილი: იმედი მაქვს, სტიქიის წინასწარ განჭვრეტას ოპონენტები მე არ მომთხოვენ

როდესაც ადამიანები იღუპებიან, მარტივია ყველაფერი ხელისუფლებას დააბრალო, ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას გააკეთა.

კითხვაზე შესაძლებელი იყო თუ არა ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება და დააგვიანა თუ არა რეაგირება სამაშველო სამსახურმა, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მაშველები მოვლენებში სწრაფად ჩაერთვნენ. მისივე თქმით, ამის გარკვევა მარტვია აღრიცხული დროით, თუ რომელ საათზე გავიდნენ სამაშველო ჯგუფები გამოძახებებზე. პრემიერის თქმით, ყველაფერი უნდა შეფასდეს არა პოლიტიკური ოპონენტების, არამედ ობიექტური ადამიანების მხრიდან. ღარიბაშილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას მსგავს სტიქიასთან ბრძოლის გამოცდილება არ ჰქონდა, რადგან ასეთი მასშტაბის სტიქია თბილისში ბოლო 50 წელია არ ყოფილა.

"იმედი მაქვს, სტიქიის წინასწარ განჭვრეტას ოპონენტები მე არ მომთხოვენ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."