გიორგი ლომიძე ნაძალადევის რაიონის გამგეობაში მუშაობას ორშაბათიდან შეუდგება

გიორგი ლომიძე ნაძალადევის რაიონის გამგეობაში მუშაობას ორშაბათიდან შეუდგება

24 წლის გიორგი ლომიძე, რომელიც 13 ივნისის სტიქიის შედეგ მოხალისეებს საკუთარი ავტომანქანით უსასყიდლოდ ემსახურებოდა, ნაძალადევის რაიონის გამგეობაში მუშაობას ორშაბათიდან შეუდგება. გიორგი ლომიძე გამგეობაში პროვაიდერების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილებაში იწყებს მუშაობას (იხილეთ ვიდეო)

დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გიორგი ლომიძე ნაძალადევის რაიონის გამგეობაში თავად მიიყვანა და გამგებელ ზაზა გაბუნიასთან ერთად სამუშაო გარემო დაათვალიერებინა. "გუშინ საღამოს ჩვენს საგანგებო შტაბში შევხდი მას. ვისაუბრეთ ამ საკითხთან დაკავშირებით , ჩვენთან ერთად იყო ნაძალადევის რაიონის გამგებელიც. მან გამოთქვა მზაობა გიორგის მონიტორინგის სამსახურში დასაქმებასთან დაკავშირებით , რადგან ის კარგად იცნობს რაიონის სპეციფიკას . გიორგი დღეიდან სწორედ აქ შეუდგა მუშაობას. ის მიხედავს ნაძალადევის რაიონს, გვერდში დაუდგება ჩვენს გამგეობას და გააკეთებს ქალაქისთვის კარგ საქმეს",- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ახალ თანამშრომელს დეტალურად აუხსნა თუ რა შევა მის ფუნქციაში და როგორი გრაფიკით მოუწევს მუშაობა.

"ნაძალადევის რაიონში აქტიური სამუშაოები ძალიან ბევრ ადგილზე მიმდინარეობს. გიორგის ენერგია და მისი შრომისმოყვარეობა გამგეობას ძალიან გამოადგება. მისი ძირითადი ფუნქცია ამ სამუშაოების მეთვალყურეობა და მონიტორინგი იქნება . ასევე მის ფუნქციაში შევა სამუშაოების შესახებ ინფორმაციის შეგროვება , კონტრაქტორ კომპანიებზე დაკვირვება . ეს ყველაფერი გამგეობის გამართული ფუნქციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ზაზა გაბუნიამ.

გიორგი ლომიძის თქმით , მის დასაქმებასთან დაკაშირებით მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

"სტიმული მომცეს იმ ბავშვებმა, რომლებიც ყელამდე ტალახში მუხლჩაუხრელად შრომობდნენ და ერთდერთი, რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ძალიან ბევრი მოხალისე მძღოლი შემოგვიერთდა. პირველ რიგში მთავარია, რომ საქმე გაკეთდა და ვეხმარებით მათ, ვინც თავად დაზარალებულ მოსახლეობას უწევს დახმარებას", - განაცხადა გიორგი ლომიძემ.

გიორგი ლომიძის დასაქმების ინიციატივით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მერს რამდენიმე დღის წინ მიმართა.

გიორგი ლომიძე 24 წლისაა და მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."