გია გაჩეჩილაძე - დარწმუნებული ვარ, ციხეში მჯდომი გიგი უგულავა არავისზე ნაკლებად განიცდის, რაც საქართველოში მოხდა

გია გაჩეჩილაძე - დარწმუნებული ვარ, ციხეში მჯდომი გიგი უგულავა არავისზე ნაკლებად განიცდის, რაც საქართველოში მოხდა

დარწმუნებული ვარ, ციხეში მჯდომი გიგი უგულავა არავისზე ნაკლებად არ განიცდის, რაც საქართველოში მოხდა, - ამის შესახებ "იმედის კვირის" ეთერში გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.

"მინდა, ობიქტური ვიყო და არც წინა ხელისუფლებას დავაბრალო. ამ სტიქიის ერთადერთი მიზეზი იყო ბუნების რისხვა და როგორც შეეძლოთ, ისე გაუმკლავდნენ. ჩვენ ხომ დავინახეთ, რომ არაფერი დაუკლიათ? ძველ ხელისუფლებაზე ხელის გაშვერაც არ შეიძლება. კი, რაღაც მომენტებში პროფესიონალებს რომ აზრს არ ეკითხებოდნენ, ყველამ ვიცით, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში არც ერთისკენ და არც მეორისკენ არ მინდა, ხელი გავიშვირო. დღეს საქართველოში ყველაზე მეტად რაც გვაკლია, ეს არის ერთობა, სიყვარული და ერთად გამკლავება არა მარტო ბუნების, არამედ პოლიტიკური სტიქიების წინაშეც. ასე რომ, ჩემი თხოვნა იქნება, ხელს ნუ გავიშვერთ ერთმანეთისკენ. დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად განვიცდით ამას. თუნდაც ციხეში მჯდომი გიგი უგულავაც, დარწმუნებული ვარ, არავისზე ნაკლებად განიცდის, რაც საქართველოში მოხდა. ხელისუფლებაც, ძველი ოპოზიციის წარმომადგენლებიც განვიცდით და ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა არ უნდა ხდებოდეს", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება სტიქიის დროს ადეკვატურად მოიქცა და არ ჰგონია, რომ იგივე რესურსებით სხვა ნებისმიერ ხელისუფლებას უფრო მეტი გაეკეთებინა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: იმ ღამეს ვიყავით ზოოპარკში და ძალიან დიდ წყალდიდობას ვებრძოდით - უცნობი კრიტიკოსებს პასუხობს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."