თინა ხიდაშელი - ჩვენ შევიძინეთ საჰაერო თავდაცვისუნარიანობის ყველაზე უფრო თანამედროვე ტექნოლოგია, რაც კი მსოფლიოში არსებობს

თინა ხიდაშელი - ჩვენ შევიძინეთ საჰაერო თავდაცვისუნარიანობის ყველაზე უფრო თანამედროვე ტექნოლოგია, რაც კი მსოფლიოში არსებობს

ჩვენ შევიძინეთ საჰაერო თავდაცვისუნარიანობის ყველაზე უფრო თანამედროვე ტექნოლოგია, რაც კი მსოფლიოში არსებობს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "მოამბის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ხიდაშელის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით საფრანგეთთან მეორე ხელშეკრულების ხელმოწერაც იგეგმება.

"ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დასრულებისას, როდესაც ეს ტექნიკა იქნება საქართველოში, ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცე იქნება დაცული, რაც დღეს პრაქტიკულად არ გვაქვს. რაც ჩვენ შევიძინეთ, ეს არის საჰაერო თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფისთვის ყველაზე უფრო თანამედროვე, ბოლო მოდელის ტექნოლოგია, რაც კი დღევანდელ მსოფლიოში არსებობს, მაგრამ ეს პროცესი არ დამთავრებულა. ჩვენ მხოლოდ პირველ ეტაპზე ვართ. ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და ძალაშია. შესაბამისად, ახლა გაწერილი გრაფიკის მიხედვით ჩვენ დავიწყებთ ფულის გადახდას და ისინი _ მოწოდებას. მეორე ეტაპზე ვგეგმავთ მეორე ხელშეკრულების ხელმოწერას, რაც იმის შესაძლებლობას გააჩენს, რომ განსხვავებით ხელშეკრულების მანამდე არსებული ვერსიებისგან, პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს. არანაირი ხარვეზი თუ დანაკლისი ან დღეს ფინანსური პრობლემა გვაქვს, ამიტომ ეს დავაკელი, აღარ იქნება. ვისაც კითხვები აქვს, 13%-ით არის თუ 93%-ით ეს შესრულებული, შემიძლია ვუთხრა, რომ ჩვენ წავედით ყველაზე უფრო დიდ მოცემულობაზე, სრულ კომპლექტაციაზე, რაზეც, შესაძლოა, 2 წლის წინ არც კი ვფიქრობდით. არა იმიტომ, რომ ვიღაცა უფრო მაგარია ან ნაკლებად მაგარია, არამედ იმიტომ, რომ არ ჩანდა შესაძლებლად. დღეს ეს შესაძლებლობა შეიქმნა და ბუნებრივია, ჩვენ ყველამ ერთად ეს შესაძლებლობა გამოვიყენეთ", - განაცხადა ხიდაშელმა.

ამასთან, ხიდაშელი არ აკონკრეტებს თარიღს, როდის ჩამოვა საჰაერო თავდაცვითი შეიარაღება საქართველოში.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."