სააკაშვილი ხელფასით უკმაყოფილოა: "უკრაინაში ერთ წელიწადზე მეტს არ გავჩერდები"

სააკაშვილი ხელფასით უკმაყოფილოა: "უკრაინაში ერთ წელიწადზე მეტს არ გავჩერდები"

ოდესის გუბერნატორმა ისაუბრა, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ხშირად საუბრობს. "თითქმის ყოველდღე. მის მხარდაჭერას ვგრძნობ. ჩემს საკადრო დანიშვნებში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ ერევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩინოსნები, უბრალოდ, გაფრთხილებულნი არიან, მომცენ თავისუფლება. ის, რომ ახალ ადამიანებს ვპოულობ, ეს, უპირობოდ, პოროშენკოა", - განაცხადა სააკაშვილმა ტელეარხ ICTV-სთან საუბარში.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ ხელფასზე დაიჩივლა და აღნიშნა, რომ ამ ხელფასით გუბერნატორის პოსტზე წელიწადზე მეტხანს ვერ გაჩერდება. "ერთი წელიწადი გავჩერდები, მეტი არა. თუ ჩვენ ნამდვილ ხელფასს არ ავიღებთ უკრაინაში - ქვეყანა ვეღარ გაუძლებს".

როგორც ცნობილია, ოდესის ოლქის ახალი მმართველის, მიხეილ სააკაშვილის ხელფასი თვეში 5644 გრივნას შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ კულაკოვი აქვეყნებს.

"ვალუტის დღევანდელი კურსის მიხედვით, ოდესის ოლქის ხელმძღვანელის ხელფასი თვეში დაახლოებით, 267 დოლარია".

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის № 301/2015 ბრძანებულებით, 29 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა. ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დანიშნა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."