რამხელა ხელფასზე თქვა უარი სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის პოსტის გამო და რა გეგმები აქვს საქართველოში

რამხელა ხელფასზე თქვა უარი სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის პოსტის გამო და რა გეგმები აქვს საქართველოში

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გუბერნატორად დანიშვნამდე ის მუშაობდა ამერიკულ უნივერსიტეტში, სადაც წელიწადში თითქმის 200 000 ამერიკულ დოლარს უხდიდნენ. ”ვისაც აინტერესებს, ჩემი ხელფასი ამერიკაში თითქმის 200 000 დოლარს შეადგენდა, სანამ ოდესაში დამნიშნავდნენ და ამას ემატებოდა შემოსავლები ლექციებიდან და საჯარო გამოსვლებიდან. მე და ჩემმა მეგობრებმა ფულის გამო არ გადავწყვიტეთ სახელმწიფო სამსახურში ჩადგომა, გაცილებით მნიშვნელოვანია ემსახურო საზოგადოებას”, - წერს სააკაშვილი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.

”საჭიროა სუფთა ხალხის აყვანა და რაღაც დროის მონაკვეთში გაიზრდება გადასახადების შემოსვლა, ანუ როდესაც ფული ბიუჯეტში წავა და არა კორუმპირებული ადამიანების ჯიბეში, შესაძლებელი გახდება ხელფასების გაზრდა, პენსიების გაზრდა, გზების აშენება და საჯარო ნაწილების გაუმჯობესება”, - დასძინა სააკაშვილმა.

ნივთმტკიცების სახით სააკაშვილმა გამოაქვეყნა შემოსავლების ფურცელის ასლი, სადაც ნათქვამია, რომ ის 2015 წლის 1 მაისიდან ვაშინგტონის "ლიდერობის ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის" თანამშრომელია და მისი წლიური შემოსავალი 198 000 ამერიკული დოლარია. უნივერსიტეტი 2015 წელს შეიქმნა ”ლიდერების ახალი თაობის” მოსამზადებლად.

სააკაშვილმა აგრეთვე განაცხადა, რომ მას გაცილებით დიდი ძალაუფლება აქვს მინიჭებული, ვიდრე ჩვეულებრივ გუბერნატორებს. მან აღნიშნა, რომ აქტიურად აპირებს კორუფციასთან ბრძოლას და კადრების გაწმენდას. ასევე სააკაშვილმა აღიარა, რომ აპირებს საქართველოში დაბრუნებას და არ ეშინია სახელმწიფოს მხრიდან მისი დევნის. ის დარწმუნებულია, რომ მის დაპატიმრებას ვერ შეძლებენ, რადგან არ გააჩნიათ ამის საკმარისი საფუძველი.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."