ეკონომიკის სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა

ეკონომიკის სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა. თბილისში, ჭანტურიას ქუჩა 12-ში მდებარე შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებული აუქციონი ცოტა ხნი წინ დასრულდა. აუქიონის შედეგების მიხედვით, შენობა 9450000.00 USD (21766185.00 GEL) გაიყიდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ჭანტურიას ქუჩა N12-ში მდებარე შენობა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა განთავსებული, პირობიანი აუქციონის ფორმით გასაყიდად 29 მაისს გამოიტანა.

უძრავი ქონება მოიცავს მიწის ნაკვეთს 4.200 კვ.მ. და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას, ფართით 11.200 კვ.მ. ობიექტს აქვს ასევე ინდივიდუალური ტერიტორია პარკინგისთვის. საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 6 მილიონი აშშ დოლარით იყო განსაზღვრული.

"ძირითადი საინვესტიციო ვალდებულებაა მყიდველის მიერ 3 წლის ვადაში არა ნაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება", - განაცხადა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე სისაურმა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გადავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და კონკრეტულად ვინ შეიძინა შენობა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."