მიხეილ მაჭავარიანი - დაგვეწიეთ და გაგვასწარით არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაში

მიხეილ მაჭავარიანი - დაგვეწიეთ და გაგვასწარით არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაში

დაგვეწიეთ და გაგვასწარით არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, - ამ განცხადებით "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდს მიმართა.

"ეს მხოლოდ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო სამსახურის გამოყოფის შეცდომას არ ეხება, რომელიც ჩვენ ერთხელ უკვე დავუშვით, ხოლო თქვენ იგივე შეცდომა უფრო ძვირი დაგიჯდებათ, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას არ წაადგება, არც ინვესტორების რაოდენობა გაიზრდება და არც საბანკო სფეროს სტაბილურობას წაადგება. პირიქით, დააფრთხობთ მათ და პრობლემებს შეუქმნით. ახლა რაში გაგვასწარით: - გაგვასწარით იმაში, რომ როცა შემოგთავაზეთ ფორმულა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციიდან წარმოდგენელი ყოფილიყო, თქვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არა გვყავს, მაშინ როცა "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო. ასევე მოგვატყუეთ მაუწყებელთან დაკავშირებით, როცა კანონში ჩაწერეთ, მაგრამ ოპოზიციას წარმომადგენელი არა ჰყავს. არის თბილისის მერიასთან დაკავშირებული საკითხები, ფარული მოსმენების საკითხი, როცა ოპოზიციაში ყოფნის დროს სხვაგვარად ლაპარაკობდით და როგორც კი ხელისუფლებაში მოხვედით, საკუთარ თავზე მოირგეთ. ასეთია მოწმეთა დაკითხვის კანონი და ნაფიც მსაჯულთა კანონი", - მიმართა "ქართული ოცნების" წევრებს მიხეილ მაჭავარიანმა.

დღეს პარლამენტში მთავარი დებატების საგანი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები იყო, რომელიც ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გაყვანას ითვალისწინებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."