გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში, ქუვეითსა და ტუინსში მომხდარი ტერაქტების გამო შეძრწუნებულია

გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში, ქუვეითსა და ტუინსში მომხდარი ტერაქტების გამო შეძრწუნებულია

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში, ქუვეითსა და ტუინსში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო შეძრწუნებულია. როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას.

"შეძრწუნებული ვარ საფრანგეთში, ქუვეითსა და ტუნისში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, რამაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ჩვენი ქვეყანა ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ. ამ განსაცდელის ჟამს, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ საფრანგეთის, ქუვეითისა და ტუნისის ხალხებს", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."