მჯერა, რომ 21-ე საუკუნეში ტერორიზმს მომავალი არ ექნება - თინა ხიდაშელი

მჯერა, რომ 21-ე საუკუნეში ტერორიზმს მომავალი არ ექნება - თინა ხიდაშელი

მჯერა, რომ 21-ე საუკუნეში ტერორიზმს მომავალი არ ექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საფრანგეთსა და ქუვეითში განხორციელებულ ტერაქტებზე კომენტირებისას განუცხადა.

ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ კოალიცია, რომელიც ერთიანი ძალებით ებრძვის ტერორიზმს, შეძლებს საერთაშორისო სტაბილურობის შენარჩუნებასა და ტერორიზმის საბოლოოდ დამარცხებას. მინისტრის თქმით, აღნიშნული სამწუხარო ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვან ოპერაციებში მონაწილეობს საქართველო ნატო-ს წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად.

"ეს იყო ძალიან მძიმე ორი დღე ყველასთვის. აშკარაა ტერორისტული ორგანიზაციების გააქტიურება იმ ერთიანობის ფონზე, როდესაც ნატო-ს წევრი და პარტნიორი სახელმწფოები, მათ შორის, საქართველო ერთობლიობაში ავლენენ.

დარწმუნებული ვარ, რომ ტერორიზმს მომავალი არ აქვს. მჯერა, კოალიცია მოახერხებს კაცობრიობის ამ ყველაზე დიდი სენის საბოლოოდ დამარცხებას. კიდევ ერთხელ დასტურდება იმ საერთაშორისო ოპერაციების მნიშვნელობა, რომელშიც საქართველო თავის პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად არის ჩართული. თავდაცვის მინისტერილაზე, საიდანც დღეს დილით დავბრუნდი, დიდი ყურადღება სწორედ ამ საკითხებს დაეთმო. მჯერა, რომ ტერორიზმს 21-ე საუკუნეში მომავალი არ ექნება", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრი დღეს, ბათუმში აშშ-ს საზღვაო ძალების კუთვნილ ხომალდზე გამართულ მიღებას დაესწრება.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."