ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრში უნდა დაბრუნდეს

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრში უნდა დაბრუნდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრში უნდა დაბრუნდეს. როგორც პრემიერი გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს, სააკაშვილმა "ყოვლად უზნეო საქციელი" ჩაიდინა, როცა ძეგლს შეეხო.

"დიახ, სააკაშვილმა ყოვლად უზნეო საქციელი ჩაიდინა, როცა ჩვენი უდიდესი და წმინდა მეფის ძეგლს შეეხო და, მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე, სხვაგან გადაიტანა. ვფიქრობ, რომ მერიამ და საკრებულომ დავით აღმაშენებლის შეგლის თბილისის ცენტრში დაბრუნების საკითხი უნდა განიხილონ, სპეციალისტები მოიწვიონ, საჯარო დისკუსია დაიწყონ და ამაში საზოგადოებაც ჩართონ", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

რაც შეეხება ველოსიპედის ძეგლს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თანამედროვე სკულპტურების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და არ შეიძლება ჩვენი დიდი მეფის ძეგლს ასე უპასუხისმგებლოდ მოვეპყრათ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."