ღარიბაშვილი: მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი ნულიდან შევქმენით, არაფერი გამაჩნდა

ღარიბაშვილი: მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი ნულიდან შევქმენით, არაფერი გამაჩნდა

ჩემთვის ოჯახია მთავარი. სხვა დანარჩენი - კარიერაც, თანამდებობაც, ფინანსური მდგომარეობაც - დროებითია!" - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ "ასავალ-დასავალთან" საუბრისას განაცხადა.

"მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი ნულიდან შევქმენით, არაფერი გამაჩნდა, მაგრამ დღეს ყველაზე ძვირფასი, რაც გამაჩნია, ეს არის ჩემი ოჯახი და ჩემი სამი ვაჟკაცი, რომლებსაც ჩემს სამშობლოს ვუზრდი!

ეს არის ჩემთვის მთავარი! სხვა დანარჩენი - კარიერაც, თანამდებობაც, ფინანსური მდგომარეობაც - დროებითია! მე ყოველთვის ერთიანობასა და სიყვარულზე ვაფუძნებდი და ვაფუძნებ ჩემს საქმეს! ჩემთვის მიუღებელია პრინციპი - გათიშე და იბატონე! ჩემი მთავარი პრინციპია - გააერთიანე და ისე მართე! მხოლოდ ერთიანობით და სიყვრაულით არის შესაძლებელი კარგი საქმეების გაკეთება!", - განაცხადა პრემიერმა.

ამავე ინტერვიუში ღარიბაშვილმა ერთსქესიან ქორწინებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.

დეტალები| პრემიერი ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ: რას გეგმავს ღარიბაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ| "კიდევ ბევრჯერ შეეცდებიან ჩვენს შორის წყლის ამღვრევას და ჭორების მიტან-მოტანას" - ღარიბაშვილის პასუხი კითხვაზე, დაეძაბა თუ არა ურთიერთობა ივანიშვილთან

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."