უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილს პოპულიზმში ადანაშაულებს

უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილს პოპულიზმში ადანაშაულებს

უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურის ხელმძღვანელი დენის ანტონიუკი, რომელიც ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კორუფციაში რამდენიმე დღის წინ ღიად დაადანაშაულა, საქართველოს ექსპრეზიდენტს პასუხობს და პოპულიზმში ადანაშაულებს. ამის შესახებ "strana.in.ua" იუწყება.

ანტინიუკი სააკაშვილის განცხადებებს საქართველოში მისი პრეზიდენტობისას ავიადარგში მიღწევების შესახებ საუბარს პოპულიზმს უწოდებს და აცხადებს, რომ იმ პერიოდში შექმნილმა გადამზიდავებმა გაკოტრებაც მოასწრეს, ხოლო საქართველოში ავიაგადამზიდავების უმეტესობა თურქეთს ეკუთვნის.

"შესაძლოა, ბატონი სააკაშვილი საქართველოში სერიოზული რეფორმატორია, მაგრამ მე მთელ მსოფლიოზე, უკრაინასა და მთელ ეკონომიკაზე პასუხს ვერ ვაგებ. თუმცა, ჩემს დარგზე, ავიაციაზე მზად ვარ პასუხი ვაგო. 2001 წლიდან 2014 წლამდე საქართველოს ავიაგადაზიდვების ბაზარი 3,5-ჯერ გაიზარდა. ამავე პერიოდში უკრაინაში ავიაგადაზიდვების ბაზარი ხუთჯერ გაიზარდა. სააკაშვილის პრეზიდენტობისას საქართველოში ორი დიდი პროექტი შემოვიდა და ორ წელიწადში ორივე მათგანი გაკოტრდა. საქართველოში აეროპორტებს თურქები მართავენ. ისინი არიან ბაზარზე ნომერ პირველი გადამზიდავები. ეს ნიშნავს, რომ ყველა გადასახადი, ყველა სამუშაო ადგილი და ყველაფერი მიდის თურქეთში", - განაცხადა ანტონიუკმა.

უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილის ბრალდებების გამო პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ანტონიუკის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."