ვერცხლისფერი VIP "Super Puma" სააკაშვილისთვის: როგორი იყო "ცის კომფორტის ზონა" ექსპრეზიდენტისთვის

ვერცხლისფერი VIP "Super Puma" სააკაშვილისთვის: როგორი იყო "ცის კომფორტის ზონა" ექსპრეზიდენტისთვის

საზოგადოების ინტერესი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას შეძენილ Super Puma-ს ტიპის შვეულმფრენების მიმართ არ ცხრება. ინტერნეტში Ambebi.ge-მ საკმაოდ საინტერესო ფოტოებს მიაგნო. მათზე VIP კომპლექტაციაში (რბილი ტყავის სალონით) გაწყობილი შვეულმფრენის სალონია ასახული. იმაზე, რომ შვეულმფრენი მართლაც საქართველოსთვის იყო გამიზნული, კუდზე დახატული საქართველოს დროშა მეტყველებს. ეს სწორედ იმ ორი ვერცხლისფერი Super Puma-დან ერთ-ერთია, რომლებიც მიხეილ სააკაშვილი მთავრობამ შეიძინა.

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია. სააკაშვილის პრეზიდენტობისას საქართველოში სამი ერთეული Super Puma შემოიყვანეს. აქედან ერთ-ერთით (საბორტო ნომერი „100“, ამჟამინდელი მდებარეობა მარნეულის საავიაციო ბაზა) ექს-პრეზიდენტი თავად დაფრინავდა. მაგალითად 2012 წლის 26 მაისს ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის გახსნაზე და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სააკაშვილი სწორედ ამ შვეულმფრენით ჩაფრინდა.

დანარჩენი ორი ვერცხლისფერი Super Puma ალექსეევკის ტერიტორიაზე ბაზირებს. მათი სარეგისტრაციო ნომრებია – 4L-GGG და 4L-SSS.

სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში გადაღებული ვიდეო რგოლიდან ამოჭრილს ფოტოებზე, ბორტ 4L-SSS–ის (პირვანდელი სარეგისტრაციო ნომერი F-WWOS) სალონი კარგად ჩანს.

სამგზავრო კონფიგურაციის სალონში სტანდარტული სავარძლებია დამონტაჟებული. თავად შვეულმფრენსაც სამხედრო-სატრანსპორტო მოდელებისთვის დამახასიათებელი თავისებურება - ორივე ბორტზე დიდი შესასვლელი კარი აქვს, რომლებიც გვერდზე გაწევით იღება.

მეორე შვეულმფრენის 4L-GGG (პირვანდელი სარეგისტრაციო ნომერი F-ZWDF) სალონი ვიდეორგოლში არ მოხვდა. თუმცა შეიმჩნევა ერთი მეტად საინეტრესო დეტალი. შვეულმფრენს გვერდზე გასაწევი კარის ნაცვლად, გაცილებით ვიწრო შესასვლელი კარი აქვს, რომელიც გაღების შემდეგ სალონში საფეხურებიანი ასასვლელის ფუნქციას ასრულებს. ასეთი კარი მხოლოდ VIP სალონის მქონე მოდელებს აქვთ. ინტერნეტში მრავლადაა ამგვარი ტიპის შვეულმფრენების ფოტოები და ჩვენს ოპონენტებს (ასეთები კი მრავლად გამოჩნდება) საშუალება აქვთ ამაში თავად დარწმუნდნენ. საგულისხმოა, რომ ამ, ისევე როგორც მეორე ვერცხლისფერ „სუპერ პუმას“ ბალონეტები (კორპუსის ცხვირსა და უკანა ნაწილზე დამაგრებული გასაბერი ბალიშები) არ აქვს. ისინი წყალზე ავარიული დაჯდომისთვის გამოიყენება და ძირითადად სამხედრო-საზღვაო და სამძებრო-სამაშველო მოდელებს აქვთ.

VIP მოდელის Super Puma-ს ორი სალონი აქვს. საფეხურებიანი ასავლელიდან ადამიანი უკანა - 6 სავარძლიან სალონში ხვდება. 4 სავარძლიანი მაღალი კომფორტულობის მეორე სალონი, რომლის ფოტოებსაც ინტერნეტში მივაგენით, შვეულმფრენის წინა ნაწილშია. ბორტზე საპირფარეშოც არის.

გამომდინარე აქედან არც ერთი ვერცხლისფერი Super Puma ორმაგი და მით უმეტეს სამაშველო დანიშნულების არ ყოფილა. VIP სალონიანი 4L-GGG ქვეყნის პრეზიდენტის და მმართველი პირების, მეორე ბორტი 4L-SSS კი – შედარებით ნაკლებად მნიშნელოვანი სამთავრობო ჩინოვნიკების გადაყვანისთვის იყო გამიზნული. საერთაშორისო რეგისტრების მიხედვით, ორივე მათგანი AS332L1 მოდიფიკაცისაა, რაც წმინდა სამოქალაქო გამოყენებას გულისხმობს.

სავარაუდოთ, სწორედ 4L-GGG–ზე საუბრობდა თადაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი, როდესაც შვეულმფრენების ნახვის შემდეგ, ერთ–ერთში ძვირადღირებულ ინტერიერსა და ვისკის ჭიქების შესახებ გაანაცხადა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE-ს სამხედრო მიმომხილველი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."