სააკაშვილის გამოქვეყნებული სახელფასო ცნობა ამერიკაში დანიშნული მაღალი ხელფასის შესახებ სიცრუე აღმოჩნდა

სააკაშვილის გამოქვეყნებული სახელფასო ცნობა ამერიკაში დანიშნული მაღალი ხელფასის შესახებ სიცრუე აღმოჩნდა

"დოკუმენტის ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ სააკაშვილი უკრაინელ ხალხს იდიოტად მიიჩნევს" რამდენიმე კვირის წინ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად მაღალ ანაზღაურებაზე თქვა უარი იმისათვის, რომ უკრაინელი ხალხის სამსახურში ჩამდგარიყო და ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი დაეკავებინა.

"მათ, ვისაც აინტერესებს ჩემი ხელფასი ოდესაში დანიშვნამდე, დაახლოებით 200 000 დოლარს შეადგენდა. ამას ემატებოდა ლექციებით და საჯარო გამოსვლებით გამომუშავებული თანხა. მე და ჩემი მეგობრები საჯარო სამსახურში ფულის გამო არ მოვსულვართ. ზოგადად, საჯარო სამსახური ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ამის დასადასტურებლად სააკაშვილმა დოკუმენტის ასლი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მისი წლიური შემოსავალი ვაშინგტონში მდებარე "ლიდერობის ახალ საერთაშორისო ინსტიტუტში" 198 000 დოლარს შეადგენდა. აღნიშნული დოკუმენტი 2015 წლის 15 მაისსაა გაცემული.

რამდენად შეესაბამება რეალობას ოდესის გუბერნატორის განცხადება, ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება გამოცემა "ანტიფაშისტმა" ჩაატარა.

"ამ, ასე ვთქვათ, დოკუმენტის ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ სააკაშვილი უკრაინელ ხალხს იდიოტად მიიჩნევს, წინაარმდეგ შემთხვევაში, ასეთ აფერას მათ არ შესთავაზებდა. თავად განსაჯეთ:

პირველ რიგში გავარკვიოთ, ვინ არის დამქირავებელი. რა არის ეს გავლენიანი "ახალი საერთაშორისო ლიდერების ინსტიტუტი", რომელსაც ამხელა ხელფასის გადახდა შეუძლია? შევდივართ მის საიტზე და ვხედავთ, რომ იქ მხოლოდ ორი განყოფილებაა, რომელზე გადასვლისას დაგხვდებათ გრაფები: "კონტაქტი" "ინსტიტუტის შესახებ", რუბრიკები "მოვლენები" და "პროგრამები", რომლებიც ცარიელია.

თავად ინსტიტუტი 2015 წელსაა შექმნილი სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მინისტრის თემურ იაკობაშვილის მიერ. სწორედ მისი ხელმოწერა ამშვენებს სახელფასო დოკუმენტს, რომელიც სააკაშვილმა გამოაქვეყნა.

იმ მისამართზე, რომელიც ინსტიტუტის საიტზეა მითითებული, "გუგლ მეფის" მეშვეობით შეგვიძლია ვნახოთ, რომ შენობა ვაშინგტონის შემოგარენში, პიცერიასა და სილამაზის სალონს შორის მდებარეობს.

აგრეთვე ვცადეთ იმ ტელეფონზე დაკავშირება, რომელიც საიტზეა მითითებული - შედეგი არანაირი. იქ მითითებულ ფაქსის ნომერზე გაგზავნაც არ მოხერხდა იმ მიზეზის გამო, რომ ასეთი ნომერი საერთოდ არ არსებობს.

დოკუმენტის თანახმად, ინსტიტუტში სააკაშვილი 1 მაისიდან "მუშაობდა", თუმცა, 30 რიცხვში ის უკვე ოდესის ოლქის გუბერნატორად იყო დანიშნული. ანუ ფორმალურად მას არ შეეძლო ემუშავა ამერიკაში ერთი თვეც კი, იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ ამ დროს ის უკრაინაში იმყოფებოდა.

რა ინფორმაცია გაგვაჩნია ფაქტებზე დაყრდნობით? ინსტიტუტი სააკაშვილის ტიპური ჯიბის კანტორაა, რომელსაც შეეძლო მისთვის სულაც მილიარდობით ხელფასი დაენიშნა ფურცელზე. გამოდის, რომ უკრაინელმა ხალხმა გადაყლაპა ის სისულელე, რაც "წარმატებულმა ქართველმა გუბერნატორმა" მიაწოდა მათ, პოროშენკო კი ალბათ, კვლავ გააგრძელებს ასეთი იაფფასიანი პიარ გამოხტომებით უკრაინელი ფანების კვებას", - ნათქვამია გამოცემის სტატიაში.

Саакашвили оболванил украинцев липовой справкой об американской зарплате

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."