უეფას სუპერთასის ბილეთები "მიხეილ მესხის" სალაროებში გაიყიდება

უეფას სუპერთასის ბილეთები "მიხეილ მესხის" სალაროებში გაიყიდება

Sportall.ge-ს ინფორმაციით, უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მომავალი კვირიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში დაიწყება.

იმის გამო, რომ "დინამო არენაზე" სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება. სტადიონზე სულ ექვსი სალარო იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა სალაროში მას შემდეგ გადაწყდა, რაც biletebi.ge-მ ვერ უზრუნველყო ონლაინ-რეჟიმში მათი გაყიდვა.

უეფასა და სფფ-ის ერთობლივი შეთანხმებით, ბილეთები დაბეჭდილი სახით სწორედ ამიტომ გაიყიდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."