რიჩარდ ნორლანდი - საკმაოდ რთულია ფიქრი საქართველოდან გამგზავრებაზე

რიჩარდ ნორლანდი - საკმაოდ რთულია ფიქრი საქართველოდან გამგზავრებაზე

საკმაოდ რთულია ფიქრი საქართველოდან გამგზავრებაზე, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის საელჩოში განუცხადა, სადაც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური მიღება გაიმართა.

როგორც რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, ღონისძიებას ესწრებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე, თითქმის ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები.

"ხალხი მოდის და მეუბნება გამოსამშვიდობებელ სიტყვებს. კვლავ მესმის, რომ საქართველოს წინაშე რჩება სხვადასხვა გამოწვევები, მათ შორის არის რეგიონული უსაფრთხოების თემა. საქართველოში არყოფნის დროსაც კვლავ მივადევნებთ თვალს ამ თემებს. საქართველოში ჩემმა ყოფნამ 1993 წელს დიდი როლი ითამაშა ჩემი, როგორც დიპლომატის ფორმირებაზე. ახლა კი, როდესაც ჩამოვედი სამი წლის წინ, ჩემთან ერთად დედაჩემი იყო. დედაჩემი აქ გარდაიცვალა. ამ წლების განმავლობაში აქ შევიძინეთ მეგობრები, ვიგრძენით ადამიანების სითბო. საკმაოდ რთულია ფიქრი საქართველოდან გამგზავრებაზე", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

მისივე თქმით, როგორც ცნობილია მისი შემცვლელი ახალი ელჩი იან კელი სენატმა დაამტკიცა. "იანი და მისი მეუღლე ფრანჩესკა ზაფხულის ბოლოს ჩამოვლენ საქართველოში. აქ მთავარია ის, რომ ელჩები ჩამოდიან საქართველოში. ელჩები მიემგზავრებიან, ხოლო ამერიკის დამოკიდებულება უცვლელი რჩება", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."