ერთბაშად სამი ქართული გუნდის წარმატებული სტარტი ევროთასებზე და რაც მთავარია - ცხინვალი საქართველოა!

ერთბაშად სამი ქართული გუნდის წარმატებული სტარტი ევროთასებზე და რაც მთავარია - ცხინვალი საქართველოა!

2 ივლისს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა.

გუშინ ერთბაშად სამმა ქართულმა გუნდმა ითამაშა.

თბილისის "დინამომ" დაძაბულ მატჩში აზერბაიჯანულ "გაბალას" ანგარიშით 2:1 მოუგო. აღსანიშნავია, რომ დინამოელები მეორე ტაიმი მეტოქეს კაცნაკლულნი, 10 ფეხბურთელით ეთამაშებოდნენ და მაინც შეძლეს გამარჯვების მოპოვება.

იხილეთ ვიდეო

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ევროთასებს დაურბუნდა ბათუმის "დინამო", ბათუმელებმა ზესტაფონში კვიპროსულ "ომონიას" უმასპინძლეს და ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.

იხილეთ ვიდეო

ევროთასებზე დებიუტი ჰქონდა "ცხინვალს". ქართული გუნდი რუმინეთში ჩავიდა და ადგილობრივ "ბოტოშანს" ეთამაშა. შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

ყველაზე მეტად კი გამოსარჩევი ის არის, რომ "ცხინვალი" ევროთასებზე ასპრაზებოით რაც უფრო წინ წაიწევს, უფრო მეტ ადამიანს გააგებინებს, რომ ცხინვალი საქართველოა.

საპასუხო მატჩები 9 ივლისს გაიმართება.

მასალა მომხადებულია სპორტული რედაქციის, Sportall.ge-ს დახმარებით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."