ბიძინას ადვოკატი ხარ, ფუნქციას თუ არ შეასრულებ, ანგარიშს გაგიუქმებენ "ქართუ ბანკში" - რაზე იკამათეს ნათელაშვილმა და რამიშვილმა

ბიძინას ადვოკატი ხარ, ფუნქციას თუ არ შეასრულებ, ანგარიშს გაგიუქმებენ "ქართუ ბანკში" - რაზე იკამათეს ნათელაშვილმა და რამიშვილმა

ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ბანკმა", ლარის ხელოვნურად გაუფასურების შემდეგ, თითოეულ ჩვენგანს 700 000 მლნ ჯიბიდან ამოაცალა, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა რამიშვილმა "იმედის კვირაში" განაცხადა.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, შალვა რამიშვილი დაინტერესდა, თუ რა მექანიზმით შეძლო "ქართუ ბანკმა" ლარის ხელოვნურად გაუფასურება.

"შენი ანგარიშებიც "ქართუ ბანკშია" გახსნილი... "ქართუ ბანკმა" ყველაზე მეტი ისარგებლა. "ქართუ ბანკმა", გამოიყენა რა ივანიშვილის პოლიტიკური ძალაუფლება, მთელი სახელმწიფო ინექციები - ხელფასების გაცემა, პატრული, ბენზინის ჩასხმა სახელმწიფო ავტომანქანებზე... ყველაფერი, რაც მსხვილი მომსახურებაა - ხელში ჩაიგდო. ხელფასებს საბიუჯეტო მუშაკებზე ქართუ ბანკი გასცემს და პატრულსაც "ქართუ ბანკი" ემსახურება. ეს არის აუდიტის დასკვნა. თქვენ ადვოკატი ხართ ბიძინასი და ამაზე ნუღარ ვიდავებთ და ადვოკატმა თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს, სხვანაირად იმ ანგარიშს გაგიუქმებენ "ქართუ ბანში" და შენს ცოდვაში ჩავდგები. ერთხელ გავრცელდა ხმა, ბიძინა ივანიშვილი მიდის საქართველოდანო და "ქართუ ბანკში" შენი აგნარიშის გადასამოწმებლად მიირბინე. ვიცი, რომ "ქართუ ბანკში" გაქვს ანგარიში. ივანიშვილმა მილიონობით თანხა გადმოგირიცხა", - მიმართა შალვა ნათელაშვილმა შალვა რამიშვილს.

იხილეთ ასევე: "ივანიშვილი ჩირგვებში იყო ვეფხვის გვერდით გაყუჩებული ლაგუნა ვერეზე, კაპიკს არ დებდა" - შალვა ნათელაშვილის ბრალდება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."