"სააკაშვილის მთელი ბრაშკა მაგის სამეგობროა" - ლევან მამალაძე მარგველაშვილთან სატელეფონო საუბრის დეტალებზე

"სააკაშვილის მთელი ბრაშკა მაგის სამეგობროა" - ლევან მამალაძე მარგველაშვილთან სატელეფონო საუბრის დეტალებზე

პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა ქვემო ქართლში ლევან მამალაძემ "იმედის კვირაში" პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან სატელეფონო საუბრის დეტალებზე ისაუბრა.

"არაფერი დასამალი არ არის - მარგველაშვლი, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა. ეს ჩემი მოგონილი არ არის, ეს ფაქტია. შეიძლება ეწყინოს, მაგრამ თუ ეწინება, ცივი წყალი დალიოს. მე იმედი მქონდა, რომ  ის რაღაც ფორმით გათავისუფლდებოდა გავლენებისგან და შეეცდებოდა ხალხის პრეზიდენტი ყოფილიყო. არ გამოვიდა ესეც. მე პირადად დავურეკე მარგველაშვილს ტელეფონით და ველაპარაკე, მან ოფიციალური პოზიციები დაიჭირა. მე ვუთხარი მასალები შემოტანილია, საქმე გამოძიებული, კონსტიტუციით უფლება გაქვს ადამიანებს მიანიჭო სტატუსი და მოუხსნა მიყენებული მუხლები, რომლებიც შეთითხნილია სააკაშვილის მიერ. მან კომისია ახსენა, კომისია კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, ვუთხარი - კომისია არაფერ შუაშია და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. მე გადაწყვეტილებას ვღებულობ ისეთ ხალხზე, ვინც ციხეში ზისო.

ეს საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც მის რეზიდენციასთან ჩემი მხარდასაჭერი რამდენიმე ათასიანი აქცია გაიმართა. მე ჩემს მხარდამჭერებს დავეთანხმე, რომ მის რეზიდენციასთან გამართულიყო აქცია, რათა მას ეგრძნო, რომ ხალხის მხარდაჭერა აქვს. მარგველაშვილისგან ფილოსოფიური პასუხები მივიღე. ეს უფრო იმას ჰგავდა, რომ თავისი სამეგობროს გავლენის ქვეშ არის (იცით ვინც არის მაგის მეგობრები), ვიდრე კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების. სააკაშვილის მთელი ბრაშკა მაგის სამეგობროა. მე კონსტიტუციაზე მივუთითე და ეგ მაგ ბრაშკის გავლენის ქვეშ მოექცა. ეს მისი არჩევანია, ყველაფერს თავისი დრო აქვს, არ არის პრობლემა ჩვენ შევხვდებით და ჩავხედავთ ერთმანეთს თვალებში", - განაცხადა მამალაძემ.

შეგახსენებთ, შევარდნაძის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნები, სამართლიანობის აღდგენის მიზნით, ახალ სახალხო მოძრაობას ჩაუდგნენ სათავეში. მოძარობას სამი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს - ლევან მამალაძე, ემზარ კვიციანი და სულხან მოლაშვილი.

"საქართველო და ევროკავშირი დიდებული წყვილია!" - რა ფოტოებით გამოხატა ევროპარლამენტარმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა 4 ადამიანი დააკავეს