"სააკაშვილი დროის 70%-ს ფულის კეთებას უთმობს" - კომპრომატები ქართველი ექსჩინოვნიკების წინააღმდეგ

"სააკაშვილი დროის 70%-ს ფულის კეთებას უთმობს" - კომპრომატები ქართველი ექსჩინოვნიკების წინააღმდეგ

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. სხვათა შორის, მას ამჟამინდელმა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუკის" გვერდზეც სთხოვა, რომ პოსტი დაეტოვებინა. რა ხდება უკრაინის პოლიტიკურ ზედა ეშელონებში, სადაც ქართველი ექსჩინოვნიკები მაღალ თანამდებობებს იკავებენ­ და რა მამხილებელი კომპრომატები გავრცელდა მათ წინააღმდეგ?! გვესაუბრება უკრაინის ექსპრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი მრჩეველი ირაკლი გოგავა:

- როგორც მოსალოდნელი იყო, კვიტ­ა­შვილი რეფორმატორი ვერ გახდა. იგი არც საქართველოში გამოირჩეოდა ამით. ერთადერთი, რაც აქ გააკეთა, სახელმწიფო ჰოსპიტალური­ სისტემის გროშებად გაყიდვა იყო. რესპუბლიკური საავადმყოფოს 70-მილიონიანი ქონება კვიტაშვილმა სულ რაღაც 6 მილიონ ლარად გაასხვისა. მსგავსი კონტრაქტების უკან შავი ფული ტრიალებდა, რომელსაც კვიტაშვილი ხელსაც ვერ ახლებდა, რადგან ქვეყნის მაშინდელ ლიდერებთან უნდა მისულიყო. ამდენად, უკრაინაში მისი ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნაც­ იმავე სქემის ამოქმედების სურვილით იყო განპირობებული.

უკრაინაში კლინიკების 95% სახელმწიფო საკუ­თრებაა და საბაზრო ღირებულება 300 მილიარდ დოლარს აღემატება. უკრაინის სამედიცინო წრეებმა­ ეს სქემა გაშიფ­რეს და კვიტაშვილს შეუტიეს. ასე რომ, აღარავის გადაუხედავს­ კვიტაშვილის 130-გვერდიანი დოკუმენტისთვის, რომელიც თითქოსდა რეფორმებს მიუძღვნა.

- უკრაინული პრესა წერდა, რომ პრემი­ერი იაცენიუკი მედიკამენტებთან დაკავშირებუ­ლი სახელმწიფო შესყიდვების პროგრამის მიმდი­ნა­რეობით უკმაყოფილო იყო და სათან­ადო­ ორგანოებს კვიტაშვილისა და მისი მო­ა­დგილის საქმიანობის შესწავლა დაავალა.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."