პარლამენტარი თემურ მაისურაძე: "ზოგიერთი დეპუტატი სხდომას იმიტომ აცდენს, რომ კუჭი აქვს აშლილი"

პარლამენტარი თემურ მაისურაძე: "ზოგიერთი დეპუტატი სხდომას იმიტომ აცდენს, რომ კუჭი აქვს აშლილი"

"ზოგიერთი დეპუტატი სხდომას მგონი იმიტომ აცდენს, რომ კუჭი აქვს აშლილი", - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატმა თემურ მაისურაძემ განაცხადა.

განხილვის საგანი სურსათის უვნებლობა და გენმოდიფიცირებული პროდუქციის ეტიკეტირება იყო.

"საზამთროს და ნესვის გამო ნახევარი თბილისი კუჭის აშლილობით დადის. როდესმე ვინმე შეამოწმებს, რა საზამთრო და ნესვი იყიდება? ბავშვი საზამთროს მთხოვს, მეშინია და ვერ ვყიდულობ. ვინმე ამას შეამოწმებს? ასეთ საზამთროს ვინმე გაანადგურებს, რომ იცოდნენ, რომ მომავალ წელს ამ საზამთროს მოყვანა არ შეიძლება? ყველამ ვიცით, რა სერიოზული პრობლემაა. შარშან ჩემს ოჯახში სამჯერ მოწამვლის პრობლემა იყო. წელს ჩვენ არ გვიჭამია, მაგრამ მეზობლებს კუჭი აქვთ აშლილი და დარბიან. ზოგიერთი დეპუტატი სხდომას მგონი იმიტომ აცდენს, რომ კუჭი აქვს აშლილი", – განაცხადა თემურ მაისურაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."