ციხეს ერთი ნაკლი მაინც აქვს, ვინაიდან მას მიშა აკლია - ირაკლი ღარიბაშვილი

ციხეს ერთი ნაკლი მაინც აქვს, ვინაიდან მას მიშა აკლია - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავის მე-16 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა დადებითად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ "ციხეს ერთი ნაკლი მაინც აქვს, ვინაიდან მას მიშა აკლდა". როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ საკითხზე ის და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ხუმრობდნენ.

ღარიბაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა სასჯელაღსრულების მოქმედ და ყოფილ მინისტრებს - გიორგი მღებრიშვილსა და სოზარ სუბარს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ინიციტიავით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელეს.

"არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ აღვნიშნო ის ემოციური შთაბეჭდილება, რომელიც ყველას შეგვექმნა რუსთვის მე-16 ციხის ნახვით. ის, რაც ჩვენ ვნახეთ არის აბსოლუტურად რევოლუციური იმიტომ, რომ ყველას კარგად გვახსოვთ, რა მდგომარეობა იყო ციხეებში - ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა პირდაპირი მნიშვნელობით და არავითარი ზრუნვა პატიმრებზე. ჩვენ არა მხოლოდ გარეთ მყოფ მოქალაქეებზე უნდა ვიზრუნოთ, არამედ პატიმრებზეც. დღეს სახელმწიფო ხარჯავს მილიონებს პატიმრების მკურნალობისთვის და თქვენ ნახეთ რა მდგომარეობა იყო ციხეებში და რა მდგომრეობა არის ახლა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადრე ერთ ოთახში 40-მდე პატიმარი იმყოფებოდა, ხოლო უფრო დიდი ოთახებში - 150 მსჯავრდებული.

პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ჟურნალისტები და მათ უკან მდგომი ადამიანები მოსახლეობას საშუალებას მისცემენ, ადრე არსებულ და დღევანდელ მდგომარეოაბს შორის კონტრასტი დაინახონ. ღარიბაშვილის თქმით, რუსთავი მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოწყობილია სათამაშო მოედანი, ბიბლიოთეკა და სხვა თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც პატიმრებს მომსახურება.

"ამ ციხეში არიან ნაკლებად საშიში პატიმრები, ანუ ისინი ვინც კარგად იქცევიან და დაადასტურეს, რომ გამოსწორების გზაზე არიან. ეს იქნება განსაკუთრებული მოტივაცია სხვა პატიმრებისთვის, რომ ისინიც მოხვდნენ ახალ დაწესებულებაში, მაგრამ ერთი ნაკლი მაინც აქვს ამ ციხეს, მე მგონი მიშა აკლდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."