შსს-ს პირველი კომენტარი ლექსო მაჭავარიანის დაკავებასთან დაკავშირებით

შსს-ს პირველი კომენტარი ლექსო მაჭავარიანის დაკავებასთან დაკავშირებით

მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთი პირი, "ტაბულას" პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მაჭავარიანი დაკავებულია ადმინისტრციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად, რაც სამართალდამცველების განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აქცია, სახელწოდებით "STOP RUSSIA", მთავრობის ადმინისტრაციასთან 18:00 საათზეა დაგეგმილი. მისი ორგანიზატორები მცოცავ ოკუპაციას გააპროტესტებენ. მანამდე კი, ადმინისტრაციასთან აქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციის, "Stop Russia"-ს მოთხოვნებია, შეწყვიტოს აბაშიძემ კარასინთან პირისპირ საუბარი; ყველა მოლაპარაკება მოსკოვთან წარიმართოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით და პარლამენტმა მიიღოს კანონი კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ.

დაინტერესებულ პირებს, აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება "ფეისბუქზე" შექმნილი გვერდიდან შეუძლიათ, - Facebook/event: Stop Russia

ასევე ნახეთ| "ლექსო მაჭავარიანი დაიჭირესო, დავირაზმოთ ახლავე კანცელარიისკენ, ვისაც შეგვიძლია!" - ჩიორა თაქთაქიშვილი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."