კახი კალაძის შეცვლილი იმიჯი: ვიცე-პრემიერს ლამბერსექსუალობა მობეზრდა

კახი კალაძის შეცვლილი იმიჯი: ვიცე-პრემიერს ლამბერსექსუალობა მობეზრდა

ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კალაძე ქართველ პოლიტიკოს მამაკაცებს შორის ჩაცმულობით ყოველტვის ყველაზე გამორჩეული და თვალშისაცემია (იხილეთ| კალაძის სტილის ევოლუცია), ბოლოს კი მინისტრმა საზოგადოების ყურადღება ლამბერსექსუალური იმიჯით მიიპყრო.

მინისტრის იმიჯს არამხოლოდ სოციალურ ქსელებში, პოპულარულ სატელევიზიო შოუშიც კი განიხილავდნენ. რამდენიმე თვის წინ გადაცემაში "იმედის კვირა" პოლიტიკოსების იმიჯზე ისაუბრეს, სადაც ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, რომ მას მერე, რაც ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ წვერი მოუშვა, მას ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდა.  გრიგოლია დარბაზში მყოფების აზრით დაინტერესდა, მოსწონთ თუ არა კალაძის ლამბერსექსუალური იმიჯი. ბოლოს კი დაამატა, რომ თავად მისი ახალი იმიჯი არ ხიბლავს და ახლობელი რომ იყოს, ურჩევდა, მოეპარსა.

მათ, ვისაც კალაძის არა პოლიტიკური საქმიანობა, არამედ წვერი აღელვებდა, ამ პოლიტიკოსის მიმართ ამიერიდან ერთით ნაკლები პრეტენზიები ექნებათ, რადგან მინისტრმა იმიჯის კვლავ შეცვლა გადაწყვიტა. ახალი იმიჯით კი კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დინამოს სტადიონის დასრულოებული სამუშაოების დათვალიერებისას წარსდგა.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."