"თუკი ვინმე ლამაზი ქალბატონი იყო ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე" - სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტის სხდომაზე

"თუკი ვინმე ლამაზი ქალბატონი იყო ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე" - სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტის სხდომაზე

თუკი ვინმე ლამაზი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა გააკეთა.

მე, 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე ცნობისთვის, თუკი ვინმე ლამაზი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე. ეტყობა თქვენ ასეთი საკითხები ძალიან გაწუხებთ. მაგალითად, ქალბატონი ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ "იბიარზე" 10 წლის განმავლობაში. ეს "იბიარდობა" ეტყობა ქვეყანას. ამიტონ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ", - განაცხადა ჯაჭვლიანმა სესიაზე.

მე "იბიარდზე" ვერასოდეს ვერ ვიქნები, ერთგული მეუღლე ვარ - სოსო ჯაჭვლიანი

გამოსვლისას სხდომის წამყვანმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჯაჭვლიანის გაჩერება რამდენჯერმა სცადა და შეახსენა, რომ პარლამენტში კორექტულად ესაუბრა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."