მუშტი-კრივი ოზურგეთის საკრებულოში: დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

მუშტი-კრივი ოზურგეთის საკრებულოში: დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება დეპუტატ შოთა ართმელაძის კომისიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხის განხილვას მოჰყვა. კერძოდ, დეპუტატებს შორის ჯერ სიტყვიერი შეკამათება, შემდეგ კი ფიზიკური შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უმრავლესობის წარმომადგენლებისგან დაინტერესდნენ, იღებდა თუ არა "ქართული ოცნება" პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ართმელაძის ქმედებასთან დაკავშირებით.

"მე მქონდა რამდენიმე შეკითხვა, მათ შორის ერთ-ერთი იყო ის, იღებდა თუ არა "ქართული ოცნება" პოლიტიკურ პასუხისმგებლობას შოთა ართმელაძის კონკრეტულ ქმედებაზე. ამას მოჰყვა ხმამაღალი საუბარი. უმრავლესობის წევრი დეპუტატები ცდილობდნენ, რომ არ გამომეთქვა ჩემი აზრი და არ დამესვა შეკითხვა. ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება", - განუცხადა ჟურნალისტებს საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით მჟავანაძემ.

თავის მხრივ, მომხდარი "ნაციონალების" მხრიდან პროვოკაციად შეაფასეს "ქართული ოცნების" წევრებმა. როგორც ჟურნალისტებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვერღელიძემ განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ნერვებმა უმტყუნა და ამის გამო შენიშვნა მისცეს, რის შემდეგაც სხდომა "ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა".

ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."