"მე არ ვარ იმნაირი, თქვენ როგორც ფიქრობთ" - კახა კალაძე "იბიარდზე"

"მე არ ვარ იმნაირი, თქვენ როგორც ფიქრობთ" - კახა კალაძე "იბიარდზე"

ტელეკომპანია "იმედის"  საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკის" ეთერში, წამყვანმა თეა სიჭინავამ ვიცე სპიკერს, ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს კითხვით მიმართა " არის თუ არა ის ნამყოფი იბიარდზე?" - რაზეც მინისტრმა ხუმრობით უპასუხა: "მე არ ვარ იმნაირი".

"იბიარდის" თემა დღეს ხუმრობის საბაბად მას შემდეგ იქცა, რაც დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა პარლამენტში განცხადება გააკეთა.

"ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები - მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ "იბიარზე" 10 წლის განმავლობაში. ეს "იბიარდობა" ეტყობა ქვეყანას. ამიტომ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ", - განაცხადა ჯაჭვლიანმა სესიაზე.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."