ვწუხვარ, რომ მე ვერ შევძელი მისი შეჩერება - მანანა კობახიძე ჯაჭვლიანის განცხადებაზე

ვწუხვარ, რომ მე ვერ შევძელი მისი შეჩერება - მანანა კობახიძე ჯაჭვლიანის განცხადებაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მისი თანაგუნდელის სოსო ჯაჭვლიანის დღევანდელი გამოსვლის გამო ბოდიშს იხდის და წუხს, რომ, როგორც სხდომის წამყვანმა, მისი შეჩერება ვერ შეძლო. შესაბამის განცხადებას კობახიძე სოციალურ ქსელ Fაცებოოკ-ში, თავის გვერდზე აქვეყნებს.

"ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა თანაგუნდელობა, თანაპარტიელობა არ მზღუდავს, პირიქით, მავალდებულებს კიდეც... მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ამომრჩევლებს, ჩვენს მომხრეებს თუ მოწინააღმდეგეებს, განსაკუთრებით, ყველა ქალს, ვინც დარბაზში იჯდა ან ეთერში გვისმენდა, შეიძლება არც გვისმენდა, განურჩევლად მათი სტატუსისა, ასაკისა, მდგომარეობისა, იმ უხამსი შინაარსის გამონათქვამებისთვის, რაც ბატონი სოსო ჯაჭვლიანის განცხადებაში იყო და ჩემი აზრით, ყოველგვარი იუმორის, ხუმრობის ფარგლებს სცდება (თუკი ამ შემთხვევაში იუმორით ვინმე შეეცდება მის გამართლებას). ვწუხვარ, რომ მე, როგორც სხდომის წამყვანმა, ვერ შევძელი მისი შეჩერება. ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, ვიდრე იმ ადამიანებს, ვისაც საპარლამენტო ტრიბუნიდან ვეპასუხებით. დღეს მე პირადად შემრცხვა ჩემი კოლეგის გამო და არ მრცხვენია ამის აღიარების", - წერს კობახიძე.

განცხადება, რომლის გამოც მანანა კობახიძე ბოდიშს იხდის, სოსო ჯაჭვლიანმა დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.

მე "იბიარდზე" ვერასოდეს ვერ ვიქნები, ერთგული მეუღლე ვარ - სოსო ჯაჭვლიანი

"მოგახსენებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვენატრება რუსეთი. კაკო ბობოხიძემ ბრძანა, რომ ჩვენ 37-მანეთიანი ბილეთები და 10-მანეთიანი ბოზები გვენატრება. ბატონო კაკო, ის 37-მანეთი მაშინ ახლა ჩემთვის 5 ათასს ევროიანია – ვანგარიშობ მსყიდველობით. მე ბოზებში არასდროს არ დავდიოდი, არც მაშინ და არც ახლა. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო 10 მანეთის გადახდა. მე 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ...

რა არის "იბიარდი", სადაც სოსო ჯაჭვლიანი ვერასოდეს იქნება, რადგან ერთგული მეუღლეა

გამოსვლისას სხდომის წამყვანმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჯაჭვლიანის გაჩერება რამდენჯერმა სცადა და შეახსენა, რომ პარლამენტში კორექტულად ესაუბრა.

ასევე იხილეთ:

-"მე არ ვარ იმნაირი, თქვენ როგორც ფიქრობთ" - კახა კალაძე "იბიარდზე"

"ამ ზაფხულს იბიარდიზე მინდა დასვენება, ნატო უნდა გავაოცო ჩემი პანორამით" - სოსო ჯაჭვლიანის გამოსვლა "ფეისბუქზე" ხუმრობის საბაბი გახდა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."