ქართველ დეპუტატს ბანკი ბორდელში აერია - რას წერს BBC

ქართველ დეპუტატს ბანკი ბორდელში აერია - რას წერს BBC

"ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, საქართველოს პარლამენტის მმართველი კოალიციის დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანს რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის სახელწოდება ბორდელში აერია", - ნათქვამია ბრიტანული საინფორმაციო პორტალის bbc.com-ის სტატიაში.

"დეპუტატმა პირად შეურაცხყოფად მიიღო მისი კოლეგის, ეკა ხერხეულიძის ნათქვამი, რომ ჯაჭვლიანმა სხდომა EBRD-ში კონფერენციის გამო გააცდინა. ჯაჭვლიანმა გადაწყვიტა, რომ კოლეგა მას ბორდელში სიარულში დებდა ბრალს და განაცხადა, რომ ხერხეულიძე მისი ოჯახის დანგრევას ცდილობდა.

"რამდენიმე თვის წინ მან განაცხადა, რომ პარლამენტის სესია ჩაიშალა და კვორუმი არ შედგა იმიტომ, რომ სოსო ჯაჭვლიანი "იბიარდში" იმყოფებოდაო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე იბიარდში არასოდეს ვყოფილვარ. მე ერთგული მეუღლე ვარ. თქვენი გუნდი დადიოდა მაგ იბიარდში ათი წლის განმავლობაში და ეგ იბიარდი დღემდე იგრძნობა ქვეყანაში", - განაცხადა დეპუტატმა, რითაც პარლამენტში დამსწრეთა სიცილი გამოიწვია.

მოგვიანებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ "ფეისბუქის" საშუალებით ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ ვერ შეძლო ჯაჭვლიანის შეჩერება, რომელმაც დაუმსახურებლად დასდო ბრალი ხერხეულიძეს ოჯახის დანგრევის მცდელობაში" - წერს bbc.com.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."