"უნდა იცოდე კრედიტი რაში აიღო" - ივანიშვილი ლარის კურსზე და პირად ბანკირზე

"უნდა იცოდე კრედიტი რაში აიღო" - ივანიშვილი ლარის კურსზე და პირად ბანკირზე

"რა კარგად გავაკეთე იქაც და მერე როგორ ამახინჯებს ამას ოპოზიცია, მერე კი მედია ვერ ახერხებს ანალიზის გაკეთებას", - ასე აფასებს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მის ცნობილი განცხადებას ლარის კურსთან დაკავშირებით.

"მე სწორი განცხადება გავაკეთე - ლარის კურსი ეკონომიკაა, ბიზნესია. მე ვთქვი ის, რაც ვთქვი და არ მერიდება ამის. ეს რისკია, უნდა იცოდე კრედიტი რაში აიღო. თავის დროზე, როცა გაიგეს, რომ კრედიტის აღება სახლის ჩადებით შეიძლებოდა, არავის უფიქრია, რომ კრედიტს დაბრუნება უნდა. ასეთები დაზარალდნენ. ნახეთ რამდენი გაუბედურებული იპოთეკარია. მე ჯინით კი არა, სიბრალულით ვსაუბრობ ამ ხალხზე. მათ არ ქონდათ ცოდნა და გაგება, უამრავი ოჯახი გაუბედურდა. პირადი ბანკირი არ არის ფუფუნება, ბანკში ნებისმიერ კლიენტს ვინც ემსახურება, კავშირს ამყარებს, ის ვალდებულია დაუსვას შეკითხვები. მაგრამ რომ დაუსვას კითხვა, მას უნდა ქონდეს მინიმალური ცოდნა. მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიიღოს კლიენტმა ბანკისგან" - აღნიშნა ივანიშვილმა "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.

წყარო: gurianews.com

gurianews.com

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."