იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს, ახალაიას, მერაბიშვილს და სხვა "კეთილ ადამიანებსაც" შეიწყალებს - ირაკლი ღარიბაშვილი

იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს, ახალაიას, მერაბიშვილს და სხვა "კეთილ ადამიანებსაც" შეიწყალებს - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად "ნაციონალური" პრეზიდენტი, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის პირველი პირის, გიორგი მარგველაშვილის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალების გადაწყვეტილებას. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი "სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვა კეთილ ადამიანებსაც შეიწყალებს".

"ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად "ნაციონალური" პრეზიდენტი. გუშინ მან შეიწყალა ერთ-ერთი მსჯავრდებული, ბატონი ბობოხიძე, რომელიც ჩვენმა პროკურატურამ დააკავა. მას მიესაჯა პატიმრობა, პრეზიდენტმა კი შეიწყალა. ძალიან კარგია, რომ ასეთი კეთილშობილი პრეზიდენტი გვყავს. იმედი მაქვს, რომ ის სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვა "კეთილ ადამიანებსაც" შეიწყალებს, - განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების სამინისტროში, სადაც მან პენიტენციული რეფორმის ფარგლებში შექმნილი ელექტრონული მართვის ცენტრი გახსნა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."