"სემეკს ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, კომპანიები დენის უწყვეტ რეჟიმში მოწოდებას ვერ შეძლებდნენ"

"სემეკს ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, კომპანიები დენის უწყვეტ რეჟიმში მოწოდებას ვერ შეძლებდნენ"

სემეკს ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, კომპანიები ვერ შეძლებდნენ ელექტროენერგიის უწყვეტ რეჟიმში მოწოდების უზრუნველყოფას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფი რეგიონებში უკვე გაიზარდა და ანალოგიური გადაწყვეტილება თბილისის მომხმარებლებთან მიმართებაშიცაა მოსალოდნელი, საქართველოს რეგიონში დენს მაინც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საფასური აქვს.

"სავარაუდოდ თბილისშიც მოხდება ტარიფის კორექტირება. მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, რომ ჩვენმა მთავრობამ, როცა ამის რეალური შესაძლებლობა იყო და როცა დავინახეთ, რომ ჩვენი მოსახლეობა ზედმეტს იხდიდა, ყოფილი პრემიერის ინიციატივით წამოვწიეთ ტარიფის თემა, აქტიურად ვიმუშავეთ სემეკთნ და მაშინ, 3 წლის წინ ტარიფის შემცირება გახდა შესაძლებელი დაახლოებით 4 თეთრით. ამ დრომდე ანალოგიური ნაბიჯი არც ერთ მთავრობას არ გადაუდგამს. ამ გადაწყვეტილებით დაიზოგა ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 150 მილიონ ლარამდე თანხა – ეს არის ის თანხა, რასაც მოსახლეობა ზედმეტად იხდიდა წლების განმავლობაში, თუმცა დღეს გვაქვს შეცვლილი ვითარება დაAარა მარტო ჩვენ ქვეყანაში, არამედ რეგიონში, რის გამოც ტარიფის კორექტირება გახდა გარდაუვალი 3,35 თეთრით. მიუხედავად მატებისა, მინდა განვაცხადო, რომ დღეს ჩვენ რეგიონში გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფი. კერძოდ, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საქართველოზე დაბალი საყოფაცხოვრებო ტარიფი მხოლოდ აზერბაიჯანს აქვს. ჩვენი საყოფაცხოვრებო ტარიფი 17 %-ით არის ნაკლებია, ვიდრე სომხეთის, 19 %-ით ნაკლები ვიდრე მოლდოვეთის და 38 %-ით ნაკლები, ვიდრე ლიტვის. რაც შეეხება თურქეთის საშუალო საყოფაცხოვრებო ტარიფს, ჩვენგან განსხვავდება 52 %-ით. სემეკს ტარიფის კორექტირებაზე გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, სამწუხაროდ, კომპანიები, რომლებსაც ფინანსური რესურსი არ დარჩათ იგივე არსებული ხაზების მოსავლელად, ვეღარ შეძლებდნენ განვითარებას და ელექტროენერგიის უწყვეტ რეჟიმში მოწოდებას, რაც რა თქმა უნდა, იქნებოდა დაუშვებელი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."