"ყველა მრიცხველი უნდა შეიცვალოს" - როდიდან და რამდენით გაიზრდება ელექტროენერგიის ტარიფი

"ყველა მრიცხველი უნდა შეიცვალოს" - როდიდან და რამდენით გაიზრდება ელექტროენერგიის ტარიფი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ "იმედის კვირაში" ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდისა და დიფერენცირებული ტარიფის შემოღებაზე ისაუბრა.

"ენერგოკომპანიებმა კომისიაში განაცხადი 2015 წლის აპრილის თვეში შემოიტანეს. ძირითადი არგუმენტი, რისთვისაც მათ მოითხოვეს ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა, გახლდათ ვალუტის ცვლილება. გარდა ამისა, მეორე კომპონენტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი იყო, იყო მოხმარების ზრდა. "ენერგოპროჯორჯიას" შემთხვევაში მოხმარება გაზრდილია, დაახლოებით, 6 პროცენტით. ზოგადად ქვეყანაში მოხმარების ზრდა არის 5 პროცენტიანი. გაზრდილი მოხმარების დაფარვა ხდება ძვირიანი რესურსის ხარჯზე. ენერგეტიკულ სექტორში, სადაც დეფიციტურია პერიოდი - სეტქემბრიდან აპრილის ჩათვლით, ამ პერიოდში დამოკიდებული ვართ იმპორტირებულ ენერგორესურსზე. იმპორტირებული ენერგორესურსი ძვირიან რესურსად ითვლება. მისი საშუალო ღირებულება არის, დაახლოებით, ექვსნახევარი ცენტი. ამ პერიოდში თუ მოხმარება იზრდება, იზრდება იმპორტირებული ძვირიანი რესურსიც.

ყველა განვითარებული ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორი გადასულია დიფერენცირებული ტარიფის მოდელზე. ამ მიმართულებით უკვე კარგა ხანია დაწყებულია მუშაობა, მათ შორის ენერგეტიკის სამინისტროში. პირველი, როდესაც ამ თემაზე ვიწყებთ საუბარს, აღსანიშნავია, რომ ეს ძალიან დიდი ინვესტიციის საჭიროების მქონე პროექტია. მინიმუმ ყველა მრიცხველი, რომელიც დგას აბონენტთან, უნდა შეიცვალოს ისეთი მრიცხველით, რომელსაც აქვს რესურსი, რომ აღრიცხოს მოხმარება საათობრივად. შემდეგ ეს მონაცემები აღრიცხოს ე.წ. ალფაცენტრში... ცალსახად, ეს არის ენერგოკომპანიების მიერ გასაწევი ხარჯი.

როდესაც პოლიტიკა საბოლოოდ შემუშავდება, ჩვენ გადავალთ ამ მოდელზე (და აუცილებლად გადავალთ), კომპანიებს მოუწევთ ამ ინვესტიციის განხორციელება. პოლიტიკის შემუშავებას დარგში ენერგეტიკის სამინისტრო ახორციელებს, შემდეგ ამტკიცებს პარლამენტი. ახლახან იყო შემუშავებული პოლიტიკა და მასში ამ საკითხსაც დაეთმო ყურადღება. თუმცა არის კიდევ ე.წ. სეზონური ტარიფები, რომლით სარგებლობაც მომხმარებელს დღესვე შემუძლია, თუკი ელექტროენერგიას შეისყიდის არა "ენერგოპროჯორჯიასგან", არამედ გავა საბითუმო ბაზარდზე და თვითონ იყიდის ელექტროენერგიას უშუალოდ ელექტროენერგიის მწარმოებელი ჰიდროგენერაციიდან ან თვითონ განახორციელებს იმპორტს.

რაც შეეხება, მაცხოვრებლების მიერ ელექტროენერგიის შესყიდვას, გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველა მომხმარებელი იქნება უფლებამოსილი, რომ ბაზარზე არ ივაჭროს. უნდა შემოვიდეს მიმწოდებლის ინსტიტუტი, რომელიც ასევე საკმაოდ აპრობირებული ინსტიტუტია. ამის წინაპირობა არის ბაზრის რეორგანიზაცია და მიმწოდებლის ინსტიტუტის შემოტანა. დღეს ამის უფლება იურიდიულ პირებს აქვთ.

სააქციო საზოგადოება "თელასმა" სატარიფო განაცხადი შემოიტანა 23-ში, მას შემდეგ, რაც თბოლელექტროსადგურების ტარიფები დადგინდა ("თელასიც" არის თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ერთ-ერთი მსხვილი შემსყიდველი). კომისიას აქვს კონკრეტული ვადები - სამი დღის ვადაში ჩვენ უნდა დავდგინოთ ხარვეზი და დავაბრუნოთ უკან სატარიფო განაცხადი ან დავიწყოთ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. მაქსიმალური ვადა არის 150 დღე და ამ ვადაში იქნება ტარიფი დათვლილი. რაც შეეხება, შეკითხვას რამდენით გაიზრდება ტარიფი, ამაზე შეფასებების გაკეთების შესაძლებლობა აქვთ ექსპერტებს, პოლიტიკოსებს და ა.შ., მაგრამ კომისია, რომელსაც აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ დოკუმენტაციის საფუძველზე გააკეთოს შეფასება, წინასწარ ვერაფერს იტყვის", - განაცხადა ირინა მილორავამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."