"ღონისძიებაზე მოპატიჟებული იყო" - რატომ არ ესწრებოდა ოლიმპიური ფესტივალის გახსნას პრეზიდენტი

"ღონისძიებაზე მოპატიჟებული იყო" - რატომ არ ესწრებოდა ოლიმპიური ფესტივალის გახსნას პრეზიდენტი

რატომ არ ესწრებოდა დღევანდელ საზეიმო ღონისძიებას პრეზიდენტი, ეს ალბათ თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ყველა საპატი ო სტუმარი, მათ შორის პრეზიდენტი დღევანდელ ღონისძიებაზე მოპატიჟებული იყო.

"დაპატიჟებული იყო აბსოლუტურად ყველა. სპორტი ყველას აერთიანებს. ალბათ თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, თუ რატომ ვერ მობრძანდა დღევანდელ ღონისძიებაზე. სპორტული საზოგადოება მოხარული ვიქნებით ასეთ ღონისძიებებს სპორტის ყველა გულშემატკივარი დაესწროს. საორგანიზაციო კომიტეტის პრეროგატივა იყო დაპატიჟება და დარწმუნებული ვარ ყველა საპატიო სტუმარი მოწვეული იყო", - აღნიშნა ხეჩიკაშვილმა.

რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, მისი თქმით, გახსნამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა სტუმრებში.

"ოლიმპიური ფესტივალი არის ძალიან დიდი მოვლენა საქართველოსთვის. ყველა ვთანხმდებით, რომ საკმაოდ კარგად და ლამაზად ჩაიარა საზეიმო ღონისძიებამ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი სპორტსმენები წარმატებებით გაგვახარებენ. ოლიმპიური ფესტივალი არის ახალი ბიძგი ქართული სპორტის წინსვლისთვის", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

იხილეთ: პრეზიდენტი საზოგადოებას ევროპის ოლიმპიური ფესტივალის დაწყებას ულოცავს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."