მანანა კობახიძე - პრეზიდენტი ღონისძიებაზე უნდა ყოფილიყო და როგორც ვიცი, მიწვეული იყო

მანანა კობახიძე - პრეზიდენტი ღონისძიებაზე უნდა ყოფილიყო და როგორც ვიცი, მიწვეული იყო

ჩემი აზრით, ღონისძიებაზე პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო და როგორც ვიცი, მიწვეული იყო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ალბათ მან უნდა განმარტოს, რატომ არ მივიდა. არ მგონია, რომ ასეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. ეს ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დედაქალაქი ევროპის ყურადღების ცენტრში მოექცა. კარგად ორგანიზებული იყო და კარგი იქნებოდა, თუკი პრეზიდენტი ღონისძიებაზე იქნებოდა", - აცხადებს მანანა კობახიძე.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის გახსნას გუშინ გიორგი მარგველაშვილი არ დაესწრო. ფესტივალის დაწყება პრეზიდენტმა საზოგადოებას "ფეისბუქით" მიულოცა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."